მეცხრე დღე დავიწყეთ youtube-ში საჭირო ვიდეოს მოძიებითა და ბლოგზე გაზიარებით. ამისთვის ვიდეოს დაბლა მითითებული შეარ ღილაკი გამოვიყენეთ, შევედით embed video-ში, დავაკოპირეთ ლინკი, გადავედით ბლოგზე და ახალ პოსტში გავააქტიურეთ HTML რეჟიმი, ჩავსვით დაკოპირებული ტექსტი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ეს ვიდეო შეგვიძლია, საჭიროებისამებრ ვაჩვენოთ მოსწავლეებს. ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოს გადმოწერა და დამატება, რათა პროექტზე მუშაობს პროცესში თუ დაგვჭირდა მსგავსი მოქმედება, არ გაგვიჭირდეს. ჩექლისტის საშუალებით შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო, გამოვასწორეთ ხარვეზები და დავრწმუნდით, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგშია. ჯგუფის ყველა წევრმა გააკეთა თავისი პროექტის წარდგენა წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით. მივიღეთ შენიშვნები, ჩავასწორეთ ხარვეზები.
რაც შეეხება ტრენინგს, ნამდვილად გაამართლა ჩემი იმედები. ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ვისწავლე ბლოგის შექმნა, პროექტის შექმნა და ბევრი ისეთი საშუალება, რომელიც ააუცილებლად დამეხმარება იმაში, რომ მეტად საინტერესო გავხადო ჩემი მოსწავლეებისთვის სასაწავლო პროცესი, განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარ ჩვევები, შევაჩვიო ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას.
ძალიან დიდი მადლობა ცვენს ტრენერს _ გიორგი არავიაშვილს ტრენინგის ასე საინტერესოდ წარმართვისთვის.