ტრნინგის მერვე დღე დავიწყეთ დავალების განხილვით და შემდეგ შევიმუშავეთ პრეზენტაციის რუბრიკა. ნიმუშის მიხედვით დავწერეთ კრიტერიუმები მოსწავლეთა პრეზენტაციის შეასაფასებლად ექსელში. გამზადებული რუბრიკა ავტვირთეთ დრაივზე. გავკეთე მოკლე პრეზენტაცია ჩემი "მოსწავლის ნაშრომის". მოვისმინე კომენტარები კოლეგებისგან და ტრენერისგან, რაც დამეხმარა, დამენახა ჩემი ნამუშევრის ნაკლი და შევძლებ მის ჩასწორებას. გადავხედეთ მეექვსე მოდულის თეორიულ მასალას და ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობასა და პრინციპზე. განვიხილეთ კორნელის კითხვარი მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ. ეს დოკუმენტი გვეხმარება შევაფასოთ მოსწავლეთა ნიჭი და საჭიროება. გადავხედეთ ფასილიტაციის საშუალებებს და მოვინიშნეთ ჩვენთვის გამოსადეგი სტრატეგიები, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეების მუშაობა წავრმართოთ სწორად. შევიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონი ფასილიტაციისთვი, რათა მოსწავლეს დავეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში. მივიღეთ საშინაო დავალება და დაგვევალა პროექტის გეგმის სრულყოფა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მეცხრე დღის რეფლექსია
მეცხრე დღე დავიწყეთ youtube-ში საჭირო ვიდეოს მოძიებითა და ბლოგზე გაზიარებით. ამისთვის ვიდეოს დაბლა მითითებული შეარ ღილაკი გამოვი...
-
I დღის რეფლექსია პირველი დღე დაიწყო გაცნობით. ჯგუფის წევრებ...
-
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით, მე გავაკეთე მოკლე მიმოხილვა ერთ-ერთი სანიმუშო პროექტის გეგ...
-
ტრენინგის მესამე დღე დაიწყო საშინაო დავალების განხილვით. მასწავლებლებმა წარადგინეს პროექტის გეგმის ნაწილი. შევქმენით პორტფოლიო და...
No comments:
Post a Comment