I დღის რეფლექსია
პირველი დღე დაიწყო გაცნობით. ჯგუფის წევრებმა ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაში შეიძლება გამოვიყენოთ მოცემულ ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია. გავეცანით ტრენინგის პროგრამას, რესურსებს, საიტებს, რომლებიც დაგვჭირდება ტრენინგის განმავლობაში. გავიხსენეთ gmail.com-ში მუშაობის წესები და ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. გავიგეთ, რითი განსხვავდება ბლოგი ვლოგისგან. შევქმენით ბლოგი და ტრენინგის ბოლოს ამ ბლოგზე განვათავსებთ წინამდებარე რეფლექსიას. განხილული საკითხები გასაგებია ჩემთვის, კითხვა მქონდა იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა, ბლოგი იყოს დახურული და ტრენერისგან მივიღე ამომწურავი პასუხი. პირველი დღის ბოლოს განვიხილეთ ერთ-ერთი პროექტის გეგმა, გავაანალიზეთ და მივიღეთ დავალებები შინ სამუშაოდ. დაგვევალა, მოვიფიქროთ პროექტის თემა და დავიწყოთ მასზე მუშაობა. ამ ეტაპისთვის ძალიან რთული მეჩვენება პროექტის მომზადება და განხორციელება, მაგრამ იმედი მაქვს, მალე ყველაფერი დალაგდება.
ჩემი აზრით, პირველი დღე იყო ნაყოფიერი, საინტერესო და დიდინ სიამოვნებით დავესწრები ტრენინგის დანარჩენ დღეებსაც.
No comments:
Post a Comment