Friday, 27 July 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე  დავიწყეთ  youtube-ში  საჭირო  ვიდეოს  მოძიებითა და  ბლოგზე  გაზიარებით. ამისთვის  ვიდეოს  დაბლა მითითებული  შეარ ღილაკი  გამოვიყენეთ, შევედით embed video-ში, დავაკოპირეთ  ლინკი, გადავედით  ბლოგზე  და ახალ  პოსტში  გავააქტიურეთ HTML რეჟიმი, ჩავსვით  დაკოპირებული  ტექსტი  და გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე. ეს  ვიდეო  შეგვიძლია, საჭიროებისამებრ  ვაჩვენოთ მოსწავლეებს. ვისწავლეთ  youtube-დან  ვიდეოს  გადმოწერა  და  დამატება, რათა პროექტზე  მუშაობს  პროცესში  თუ  დაგვჭირდა  მსგავსი  მოქმედება,  არ გაგვიჭირდეს. ჩექლისტის  საშუალებით  შევამოწმეთ  ჩვენი  პორტფოლიო,  გამოვასწორეთ  ხარვეზები  და  დავრწმუნდით, რომ ყველა  დოკუმენტი  წესრიგშია. ჯგუფის  ყველა  წევრმა  გააკეთა თავისი  პროექტის წარდგენა წინასწარ  მომზადებული პრეზენტაციის  საშუალებით. მივიღეთ  შენიშვნები, ჩავასწორეთ  ხარვეზები.
რაც  შეეხება  ტრენინგს, ნამდვილად  გაამართლა  ჩემი იმედები. ძალიან  ბევრი  ახალი  რამ  ვისწავლე  ტექნოლოგიებთან  დაკავშირებით. ვისწავლე ბლოგის  შექმნა, პროექტის  შექმნა  და   ბევრი  ისეთი  საშუალება, რომელიც  ააუცილებლად  დამეხმარება  იმაში, რომ  მეტად  საინტერესო  გავხადო  ჩემი  მოსწავლეებისთვის  სასაწავლო  პროცესი, განუვითარო  მაღალი  დონის  სააზროვნო უნარ  ჩვევები, შევაჩვიო  ურთიერთთანამშრომლობასა და  ურთიერთპატივისცემას.
ძალიან  დიდი  მადლობა  ცვენს  ტრენერს _  გიორგი  არავიაშვილს  ტრენინგის  ასე  საინტერესოდ  წარმართვისთვის.

Wednesday, 25 July 2018

მერვე დღის რეფლექსია

ტრნინგის  მერვე  დღე  დავიწყეთ  დავალების  განხილვით  და  შემდეგ  შევიმუშავეთ  პრეზენტაციის  რუბრიკა. ნიმუშის  მიხედვით  დავწერეთ კრიტერიუმები  მოსწავლეთა  პრეზენტაციის  შეასაფასებლად  ექსელში. გამზადებული  რუბრიკა  ავტვირთეთ  დრაივზე. გავკეთე  მოკლე  პრეზენტაცია  ჩემი  "მოსწავლის  ნაშრომის". მოვისმინე  კომენტარები  კოლეგებისგან  და  ტრენერისგან, რაც  დამეხმარა, დამენახა  ჩემი  ნამუშევრის  ნაკლი  და შევძლებ მის  ჩასწორებას. გადავხედეთ  მეექვსე  მოდულის  თეორიულ  მასალას  და ვისაუბრეთ  დიფერენცირებული  სწავლების  მნიშვნელობასა და პრინციპზე. განვიხილეთ  კორნელის  კითხვარი მრავალმხრივი  ინტელექტის  შესახებ. ეს  დოკუმენტი  გვეხმარება  შევაფასოთ  მოსწავლეთა  ნიჭი  და  საჭიროება. გადავხედეთ ფასილიტაციის  საშუალებებს  და  მოვინიშნეთ  ჩვენთვის  გამოსადეგი  სტრატეგიები, რომელიც  დაგვეხმარება მოსწავლეების  მუშაობა  წავრმართოთ  სწორად.  შევიმუშავეთ  პრეზენტაციის  შაბლონი  ფასილიტაციისთვი, რათა  მოსწავლეს  დავეხმაროთ  საჭიროების  შემთხვევაში. მივიღეთ  საშინაო  დავალება  და დაგვევალა  პროექტის  გეგმის  სრულყოფა.

Monday, 23 July 2018

VII დღე

მეშვიდე  დღე  დაიწყო  google_ის   ფუნქციების  გახსენებით. ვისწავლეთ  ინკოგნიტო რეჟიმში  მუშაობა და  ვიოსაუბრეთ მის  უპირატესობაზე. ეს  პრინციპი  დაგვეხმარება  ინფორმაციის  დაცვაში იმ შემთხვევაში, თუ  ჩართული  დაგვრჩა გვერდები. გავაცანი  კოლეგებს  ჩემი  თემის  მოკლე  პრეზენტაცია  საპრეზენტაციო  პროგრამის  საშუალებით. მივიღე  მათგან  შენიშვნბი, კითხვები და  ვეცადე  გამეცა  ამომწურავი პასუხები დავწყვილდით და  განვიხილეთ  ერთ-ერთი  მოსწავლის  ნამუშევარი  და  ჩექლისტთან  შესაბამისობა. გავამზადეთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის  ჩექლისტი  და  დავიწყეთ  მუშაობა  პროექტზე. გამოვიყენე  პოვერპოინტის  პროგრამა, ინფორმაციები  მოვიძიე  გუგლის  სასუალებით. პროექტზე  მუშაობა  დაგვეხმარება  გავაცნობიეროთ  ჩვენი  გეგმის  ნაკლი  და შევძლოთ  მისი ჩასწორება. ვისაუბრეთ  მე-5  მოდულის  თეორიულ მასალაზე. მივიღეთ  საშინაო  დავალებები.

Friday, 20 July 2018

VI დრე

მეექვსე  დღე  დაიწყო  წინა  დღეს  შესწავლილი  მასალის  გამეორებით. გავიხსენეთ  Google-ს  ფუნქციები, კიდევ  ერთხელ  გავამზადეთ  ტესტი და  გადავგზავნეთ. ვისწავლეთ  დრაივზე  არსებული ინფორმაციის  გაზიარება; განვიხილეთ სხვადასხვა  ვარიანტები. ბლოგზე  შევქმენით  ახალი Page "პორტფოლიო" და  ავტვირთეთ ჩვენი  საქაღალდე. ვიმუშავეთ ჩვენი ბლოგის  დიზაინზე, დავამატეთ  ახალი  გაჯეტები, მივაბით  საჭირო  ინფორმაციები. გავეცანით  პრეზენტაციის  მომზადების  წესს, განვიხილეტ  ერთ-ერთი პრეზენტაციის  ნიმუში.  ვიმუშავეთ  პრეზენტაციის  მომზადების  ჩექლისტზე  და  დავიწყეთ  პეზენტაციის მომზადება. 

Thursday, 19 July 2018

V დღე

მეხუთე დღე  დაიწყო  მონაწილეთა გეგმების  განხილვით, ყურადღება  გამახვილდა  შეფასების  მეთოდებსა და საშუალებებზე. მონაწილეებმა  მიიღეს  შესწორებები, რაც მათ  დაეხმარება  გეგმის  სრულყოფაში. შემდეგ  ვისწავლეთ  გუგლში  ტესტების  შექმნა, შევქმენით  სხვადასხვა  სახის  ტესტები და  გადავუგზავნეთ  ერთმანეთს. ვისაუბრეთ  ისტის  მნიშვენლობასა და  მის გამიყენებაზე  ჩვენს  პროექტში, განვიხილეთ  საკომუნიკაციო სისტემები. მიღებული  ცოდნა  დაგვეხმარება  პროექტის  უკეთ  დაგეგვმაში, მოსწავლეების  დაინტერესებასა და განხორციელებაში.

Monday, 16 July 2018

IV დღის რეფლექსია

  IV  დღე  დაიწყო  საშინაო დავალების  შემოწმებით, წავიკითხეთ  რამდენიმე  გეგმა, მივიღეთ  შესწორებები და  შევიტანეთ  ტექსტში. ვიმსჯელეთ  საკვანძო  კითხვების  ჩამოყალიბების  პრინციპებზე. კითხვები  ავტვირთეთ  ბლოგზე. ჩავასწორეთ  ბუკლეტები. განვიხილეთ  შეპასების  მეთოდები და  საშუალებები. დღის  ბოლოს  მივიღეთ საშინაო  დავალება: უნდა  ვიფიქროთ  ჩვენი  პროექტში  შეფასეის მეთოდებსა და  საშუალებებზე.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

                         
                                 
ზოგადი  შეკითხვა:

  •  რატომ  უნდა  უყვარდეს  ადამიანს  სამშობლო?

თემატური  შეკითხვა:

  • საქართველოს  რომელი  კუთხეა  ყველაზე  ლამაზი? 
  • ინფორმაციის  მოძიების  რომელი  საშუალებაა  ყველაზე  ხელსაყრელი  საქართველოს  კუთხეებზე ინფორმაციის  მოსაძიებლად?
  შინაარსობრივი  შეკითხვა: 
  • ჩამოთვალეთ  საქართველოს  კუთხეები; 
  • რომელია  საქართველოს  დედაქალაქი?
  • რომელია  ქალაქია  საქარტველოს  ძველი  დედაქალაქი? 
  • რომელია  საქართველოს  ზღვისპირა  კუთხეები?

Friday, 13 July 2018

III დღის


ტრენინგის მესამე  დღე  დაიწყო საშინაო დავალების  განხილვით.  მასწავლებლებმა  წარადგინეს  პროექტის  გეგმის  ნაწილი. შევქმენით  პორტფოლიო და  ავტვირთეთ  საჭირო  დოკუმენტები  დარაივ  დისკზე. კიდევ ერთხელ  განვიხილეთ გუგლის მუშაობის პრინციპი. შევქმენით  ბუკლეტები. განვიხილეთ  მეორე მოდულის  დავალებები  და ვიმუშავეთ  მიმართულების მიმცემი კითხვების ჩამოყალიბებაზე. ვიმუშავეთ  ჯგუფებში. გავაკეთეთ დავალების პრეზენტაცია.
ტრენინგის  ბოლოს  მივიღეთ  დავალება.

Wednesday, 11 July 2018

II დღის რეფლექსია



             ტრენინგის მეორე დღე  დაიწყო  საშინაო დავალების  შემოწმებით, მე გავაკეთე  მოკლე მიმოხილვა  ერთ-ერთი სანიმუშო  პროექტის გეგმის (წელიწადის  დრონი). ეს  მიმოხილვა  აუცილებლად დამეხმარება  ჩემი  გეგმის  პრეზენტაციაში.  ამის შემდეგ კიდევ  ერთხელ გავიხსენეთ  წინა დღის  ნასწავლი მასალა,  ვისაუბრეთ  ჩვენს  მიერ შერჩეულ  პროეტზე,  ტრენერი  დაგვეხმარა კითხვების  საშუალებით, უკთესად  ჩამოვყალიბებულიყავით,  თუ  რას  გავაკეთებთ  ჩვენს  პროექტებში.  დავიწყეთ  პროექტის  გეგმის  შევსება,  გადავხედეთ  პროექტის  ჩექლისტს, ვისწავლეთ  პუბლიკაციის  შესადგენად საჭირო   ჩექლისტის  მომზადება, გავაკეთეთ  და  მივიღეთ  დავალებად, რომ  მოვამზადოთ  მასალები  ბუკლეტის დასამზადებლად.  ნაყოფიერი,  დატვირთული და  საინტერესო  დღე  გმოვიდა. ნელ-ნელა  იფანტება  ბურუსი  და  გაურკვევლობა  ჩემს  გოებაში  და  უკვე  ვფიქრობ, რომ  კარგი  პროექტი  გამომივა.

Monday, 9 July 2018

დღე პირველი

 
                                                           I  დღის   რეფლექსია
             პირველი დღე  დაიწყო გაცნობით. ჯგუფის წევრებმა  ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაში შეიძლება გამოვიყენოთ მოცემულ   ტრენინგზე  მიღებული  ინფორმაცია.  გავეცანით ტრენინგის  პროგრამას, რესურსებს, საიტებს, რომლებიც  დაგვჭირდება  ტრენინგის  განმავლობაში. გავიხსენეთ  gmail.com-ში  მუშაობის წესები  და  ვისწავლეთ  ბლოგის  შექმნა.  გავიგეთ, რითი განსხვავდება  ბლოგი  ვლოგისგან. შევქმენით  ბლოგი   და  ტრენინგის  ბოლოს   ამ ბლოგზე  განვათავსებთ   წინამდებარე  რეფლექსიას. განხილული საკითხები  გასაგებია ჩემთვის, კითხვა  მქონდა  იმასთან დაკავშირებით,  შეიძლება  თუ  არა, ბლოგი იყოს  დახურული  და  ტრენერისგან  მივიღე  ამომწურავი  პასუხი. პირველი  დღის  ბოლოს  განვიხილეთ  ერთ-ერთი  პროექტის  გეგმა, გავაანალიზეთ  და  მივიღეთ  დავალებები  შინ სამუშაოდ. დაგვევალა, მოვიფიქროთ  პროექტის  თემა და  დავიწყოთ მასზე  მუშაობა. ამ  ეტაპისთვის ძალიან  რთული  მეჩვენება პროექტის  მომზადება და განხორციელება, მაგრამ  იმედი  მაქვს, მალე ყველაფერი დალაგდება.
             ჩემი  აზრით, პირველი დღე  იყო  ნაყოფიერი, საინტერესო  და  დიდინ  სიამოვნებით  დავესწრები  ტრენინგის  დანარჩენ დღეებსაც.

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე  დავიწყეთ  youtube-ში  საჭირო  ვიდეოს  მოძიებითა და  ბლოგზე  გაზიარებით. ამისთვის  ვიდეოს  დაბლა მითითებული  შეარ ღილაკი  გამოვი...